ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ვილსბი თავაზობს კლიენტებს მათი საქმიანობის მიზნებზე და ამოცანებზე მორგებული მომსახურებების ფართო ჩამონათვალს: ფინანსურ კონსულტაციას, კაპიტალის გაზრდას, ორგანიზაციულ ცვლილებასა და განვითარებას, ბიზნესის ღირებულებების განსაზღვრას, ასევე ბიზნესის შერწყმასა და შესყიდვას. ჩვენი გამოცდილი პროფესიონალების გუნდი უწევს პერსონალიზებულ მომსახურებას კლიენტებს და ეხმარება ორგანიზაციებს კერძო, საჯარო და სოციალური სექტორებში განახორციელონ ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი ცვლილებები.
თქვენი სურვილი ჩვენთვის პრიორიტეტია! ვილსბის გამოცდილი პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ მიზანზე ორიენტირებულ და გონივრულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეფუძნება საუკეთესო ბიზნეს ქეისებსა და პრაქტიკულ მონაცემებს უახლესი კვლევებიდან და რა თქმა უნდა ითვალისწინებს თანამშრომლობის ხელსაყრელ და ადექვატურ პირობებს.
ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ კლიენტებს, ზუსტად გვესმის მათი მოთხოვნები და ვაწვდით მათ პრაქტიკულ სამოქმედო გეგმას. ადექვატურად ვაფასებთ რეალობას, შესაძლებლობებსა და რისკებს, შესაბამისად კლიენტებს ვთავაზობთ მნიშვნელოვან და ეფექტურ სტრატეგიებს ყველაზე რთული საკითხების გადასაჭრელად.
ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ ბიზნეს კონსულტაციის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება ეკონომიკის ძირითად ინდუსტრიებში. ჩვენი სახით კომპანიაში გყავთ საუკეთესო მრჩეველთა გუნდი, რომელიც მინშვნელოვნად გაგიზრდით ბიზნეს საქმიანობის ეფექტურობას და ერთგულად დაიცავს უმაღლეს პროფესიონალურ და ეთიკურ ნორმებს.
ჩვენ ეფექტურად ვმართავთ კლიენტისა და ვილსბის რესურსებს. ამიტომ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურების პირობები ხელსაყრელია და წინასწარ არის კლიენტთან შეთანხმებული.
ჩვენს მიერ განხორციელებული მუდმივი კვლევები სხვადასხვა ინდუსტრიაში წარმოადგენს ღირებულ ინფორმაციას, რომელიც ხელს გვიწყობს კლიენტების ბიზნეს საქმიანობისთვის ახალი შესაძლებლობების მოძიებაში და პრობლემების მარტივად გადაჭრაში. გარდა ამისა, უკვე გამოქვეყნებული კლვლევებით ხელმძღვანელობს არაერთი რესპექტაბელური ორგანიზაცია.
ვილსბი კლიენტებს თავაზობს საკონსულტაციო მომსახურების ფართო არჩევანს, მათი კონკრეტული ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე.
ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს მოარგონ თავიანთი ბიზნეს მოდელები მუდმივად ცვალებად გარემოს და განაგრძონ კონკურენცია იმ საფრთხეების დაძლევით რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ.
ორგანიზაციული ცვლილებების, კორპორაციული კულტურის შექმნისა და დახვეწის, შიდა პროცესების გამარტივების, ბიზნეს ცვლილებების მართვისა და კლიენტის მომავლის ხედვის ამსახველი ბიზნეს სტრატეგიის შემუშავებისთვის ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:
ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ კომპანიის დაფინანსების გაზრდას სესხის ან კერძო კაპიტალის მეშვეობით. ჩვენ ვასრულებთ ყველა სამუშაოს, რაც საჭიროა სხვადასხვა საკრედიტო ინსტიტუტისა თუ ფონდისათვის და კერძო ინვესტორის მოსაზიდად. ასევე სრულფასოვნად ვაფასებთ კომპანიების ეკონომიკურ შესაძლებლობებს, გამოვირჩევით უნიკალურ საკონსულტაციო მიდგომებითა და გავცემთ ობიექტურ რჩევებს და ქმედით გადაწყვეტილებებს, რომლებშიც შედის:
მდიდარი გამოცდილება ფინანსური მოდელირებაში, კაპიტალის სტრუქტურის ანალიზში და ფინანსურ აღრიცხვაში, გვეხმარება დავადგინოთ თქვენი ბიზნესის საბაზრო ღირებულება.
ბიზნეს შეფასების მომსახურება მოიცავს:
ჩვენ ვთავაზობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო იურდიულ პირებს რთული ეკონომიკური საკითხების ხარისხიან და ყოვლისმომცველ ანალიზს, რათა მათ შეძლონ არსებული პრობლემების გადაჭრა და შესაძლებლობების რეალიზება. ჩვენ გამოცდილება ეკონომიკის წამყვან სექტორებში მოიცავს არის ენერგო და სამედიცინო სექტორებს, მედიას, ტელეკომუნიკაციას, HORECA-ს (სასტუმრო და სარესტორნო სექტორს), FMCG-ს, სატრანსპორტო და ფინანსური მომსახურებებს. ჩვენ გთავაზობთ:
კერძო და საჯარო იურიდიულ პირებს ვთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას შერწყმა / შესყიდვის დროს. ჩვენი გუნდი ეხმარება კლიენტებს მიზნობრივად მოახდინონ პოტენციური კომპანიების ბიზნეს პოტენციალის განსაზღვრა, პარტნიორობის სტრატეგიების დანერგვა და ინვესტირების შესაძლებლობის შეფასება. შერწყმა / შესყიდვის პროცესის კომპლექსური მომსახურება მოიცავს:
ორგანიზაციული გამოწვევები მრავალმხრივია, რაც მოითხოვს მონაცემებსა და დასკვნებზე დაყრდნობით ძირითადი საკითხების გაგებასა და პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ გთავაზობთ, მიიღოთ სწორი ორგანიზაციული გადაწყვეტილება ბიზნესის წარმატების მისაღწევად. მივიჩნევთ, რომ ადამიანური რესურსი და მათი შესაძლებლობების შეფასება ორგანიზაციის მდგრადობისა და წარმატების მთავარი გარანტია.
ორგანიზაციული გაუმჯობესების მეთოდები მოიცავს:
რისკების მინიმუმამდე დაყვანით ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს თავი აარიდონ არასწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს. ვილსბის მიერ შეთავაზებული მომსახურებების სრული სპექტრი არამხოლოდ ორიოენტირებულია ამჟამინდელ და გრძელვადიან მიზნებზე, არამედ უზრუნველყოფს ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას ამ მიზნების მისაღწევად.
ჩვენი ფინანსური სტრატეგიები მიზნად ისახავს კომპანიისათვის ღირებულების გაზრდას შემდეგი მეთოდებით:
ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევები სხვადასხვა ინდუსტრიაში წარმოადგენს ღირებულ ინფორმაციას, რომელიც ხელს გვიწყობს კლიენტების ბიზნეს საქმიანობისთვის ახალი შესაძლებლობების მოძიებასა და პრობლემების მარტივად გადაჭრაში.
შეიტყვე ექსკლუზიური შემოთავაზებების შესახებ!
2020 © All rights reserved by Willsbe
Get notified about exclusive offers every week!
2020 © All rights reserved by Willsbe