ვილსბის თანამშრომლები, რომელთაც მნიშვნელოვანი მიღწევები და გამოცდილება აქვთ მენეჯმენტში და ბიზნეს კონსულტაციაში, წარმოეადგენენ ერთგვარ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს კლიენტის გუნდს.
გოჩას აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება ფინანსური კონსულტაციის მიმართულებით, რომელიც მოიცავს: ფინანსური ანგარიშებს, ფინანსურ ანალიზს, ეკონომიკურ ანალიზს, ბიუჯეტირებას, სტატისტიკურ ანალიზს, ფინანსურ შეფასებას, დერივატივებს, მენეჯერულ ბუღალტერიას, პროექტის მენეჯმენტსა და ობლიგაციებს. ის იყო კვლევის განყოფილების უფროსი ბანკ რესპუბლიკაში (Societe Generale Group) და TBC კაპიტალში. საკუთარი კომპანიის დაარსებამდე, ის იყო მცირე და საშუალო სექტორის ფინანსური კონსულტანტი საქართველოს ბანკში. გოჩას აქვს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს იენშეპინგის საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში (Jönköping International Business School), ის ასევე არის CFA ჩარტერის მფლობელი.
ზვიადს აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება უმაღლესი განათლების სფეროში, ეკონომიკური მეცნიერებების მიმართულებით. ზვიადი საქართველოში ცნობილი ეკონომისტია, რომელიც იზიარებს და პოპულარიზაციას უწევს თავისუფალი ეკონომიკური პოლიტიკის იდეებს. მისი ნაშრომები მაკროეკონომიკური პოლიტიკის და თავისუფალი ეკონომიკური მიდგომების შესახებ გამოქვეყნებულია სხვადასხვა რესპექტაბელურ ბიზნეს გამოცემებში. ზვიადს აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი და ილიას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
თამარას აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება მარკეტინგისა და ბიზნეს განვითარების მიმართულებით. სხვადასხვა დროს მას ეკავა ტოპ მენეჯერული პოზიციები ისეთ კომპანიებში როგორიც არის სამშენებლო მაღაზიათა ქსელი დომინო (Domino DIY Hypermarket) და სარეკლამო სააგენტო სააჩი & სააჩი თბილისი (Saatchi & Saatchi Tbilisi). თამარა ფლობს თბილისის ევროპული სკოლის (ESM-TBILISI) ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს.
ტრისტანს აქვს დიდი გამოცდილება ფინანსური მომსახურების სფეროში. ვილსბიში მუშაობის დაწყებამდე ტრისტანი მუშაობდა კავკასიის მიკრო კრედიტის გენერალურ დირექტორად. გასულ წლებში ის ასევე მუშაობდა სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე სილქ როუდ ბანკში, ლიბერთი ბანკში, ბითიეი ბანკში და ვითიბი ბანკში. ტრისტანმა მიიღო ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მეგის აქვს გამოცდილება ფინანსურ რეპორტინგში, ფინანსურ ანალიზში, პროექტის მენეჯმენტში, ადამიანური რესურსების მართვაში, ბაზრის კვლევაში და ბიზნეს სტრატეგიების განვითარებაში. ვილსბიში მოსვლამდე მეგი იყო პროექტის „კლიმატის მდგრადობა სოფლის განვითრებისთვის“ მენეჯერი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN). მას აქვს ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს მენეჯმენტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ჩვენ ვაფასებთ და ვინარჩუნებთ საუკეთესო ტალანტებს. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე – career@willsbe.com
შეიტყვე ექსკლუზიური შემოთავაზებების შესახებ!
2020 © All rights reserved by Willsbe
Get notified about exclusive offers every week!
2020 © All rights reserved by Willsbe