ზოგადი წესები და პირობები

  • Home
  • ზოგადი წესები და პირობები

ზოგადი დებულებები


”ზოგადი დებულებები” ეხება შპს ვილსბის (ვილსბი) და მის კლიენტებს შორის არსებულ საქმიან ურთიერთობებს. ვილსბი იტოვებს უფლებას შეცვალოს ზოგადი დებულებების პუნქტები ცალმხრივად, ნებისმიერ დროს და ცვლილებების შესახებ აცნობოს კლიენტებს გონივრულ ვადებში. კლიენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა გაეცნოს ზოგად დებულებებს ვილსბისთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე.
1. ზოგადი დებულებების მოქმედების არეალი
1.1. ზოგადი დებულებები მოქმედებს ყველა კონტრაქტისთვის რომელიც დაიდება ვილსბისთან.
1.2. ვილსბის გენერალური მენეჯერის ან უფლებამოსილი წარმომადგენლების გარდა, არავის აქვს უფლება შეიტანოს რაიმე სახის ცვლილება ზოგად დებულებებში.
1.3. ზოგადი დებულებები ასევე ვრცელდება ვილსბის, მომსახურებაზე ან შეთავაზებებზე, თუნდაც ისინი ცალკე არ იყოს შეთანხმებული.


2. ხელშეკრულების პირობების მოქმედების არეალი


2.1. ვილსბის მიერ დადებული თითოეული ხელშეკრულება განიხილება როგორც ცალკეული ხელშეკრულება ვილსბისა და კლიენტს შორის, თუ წერილობითი ფორმით სხვაგვარად არ არის შეთანხმებული. ვილსბის ზოგადი დებულებები უპირატესია კლიენტის ზოგად დებულებებზე თუკი ვილსბის გენერალური მენეჯერი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი არ მოაწერს ხელს კლიენტის ზოგად დებულებებს.
2.2. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი შემდგომში ითხოვს უკვე ხელმოწერილ ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას, ვილსბი არ იქნება ვალდებული დაეთანხმოს კლიენტის მოთხოვნას. თუ ვილსბის სურს დაეთანხმოს კლიენტის მოთხოვნას, ეს უნდა მოხდეს წერილობით ფორმით, დადასტურებული უფლებამოსილი პირის მიერ.
2.3. ვილსბის მიერ მიწოდებული სერვისი დაფუძვნებული იქნება ინდივიდუალურ ხელშეკრულებაზე კლიენტსა და ვილსბის შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში.


3. გადახდის პირობები


3.1. თუკი სხვაგვარად არ არის შეთანხმებული ვილსბისა და კლიენტს შორის, კლიენტის მიერ ვილსბის მომსახურების გადახდის ვადა უნდა განისაზღვროს არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა ინვოისის მიღებიდან ან ხელშეკრულებაში მითითებული პირობების თანახმად. მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით კლიენტის ნებისმიერი საჩივარი უნდა წარედგინოს ვილსბის მომსახურების გადახდის ვადის განმავლობაში , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი ეხება იმ გარემოებებს,რომელთა დადგენა გადახდის ვადის განმავლობაში შეუძლებელი იყო. თუკი კლიენტი ვერ შეძლებს გადაიხადოს ვილსბის სერვისის მომსახურება, ვილსბი იტოვებს უფლებას კლიენტისგან მოითხოვოს დაუყოვნებლივ დაფაროს ვილსბისადმი არსებული ყველა დავალიანება.
3.2. ვილსბის მომსახურების გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით. გადახდის სხვა პირობებისთვის საჭიროა ვილსბის პასუხისმგებელი პირის წინასწარი თანხმობა. კლიენტი ვალდებულია გადახდილი გადასახადი გადარიცხოს ვილსბის საბანკო ანგარიშზე, რომელიც მითითებული იქნება ინვოისში ან ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში.


4. მომსახურების გაწევის ვადები


4.1. ვილსბი იღებს ვალდებულებას გამოიყენოს გონივრული ვადები მომსახურების მიწოდების განსაზღვრისას.
4.2. თუკი ეს კონტრაქტით არის განსაზღვრული, ვილსბის შეუძლია მომსახურება გასწიოს ნაწილ-ნაწილ და კლიენტისგან მოითხოვოს თითოეული გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურება.
4.3. კლიენტი იღებს ვალდებულება გაეცნოს და დაიცვას რეგულაციები რომელიც მოქმედებს საქართველოში ან სხვა ქვეყნებში. ვილსბი არ იღებს პასუხისმგებლობას თუკი კლიენტს მიადგება ზარალი ნებისმიერი სახის ლიცენზიის, ნებართვის ან სხვა სახის დოკუმენტაციის ვერ მოპოვებით.


5. პასუხისმგებლობა მიყენებულ ზარალზე


5.1. ვილსბი პასუხს აგებს ზარალისათვის, რომელიც გამოწვეულია მისი წარმომადგენლების მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
5.2. ვილსბის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ზიანის ღირებულებით, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ ვილსბის წარმომადგენლ(ებ)ის მიერ.
5.3. კლიენტმა სრულად უნდა აანაზღაუროს ის ზარალი რაც მიადგა ვილსბის კლიენტის უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად.


6. ფორსმაჟორი


6.1. ვილსბი არ არის ვალდებული კლიენტს გადაუხადოს კომპენსაცია შეფერხების, შეცდომების, დაზიანების ან სხვა პრობლემების გამო, რომლებიც გამოწვეულია არაპროგნოზირებადი მოვლენებით, კანონმდებლობის მოთხოვნით ან რეგულაციების აღსრულებისას.
6.2. იმ შემთხვევაში, თუ შეფერხებები გამოწვეული არა ვილსბის გამო, მნიშვნელოვნად აზიანებს ვილსბის უნარებს რათა დადგენილ ვადებში განახორციელოს კონტრაქტით განსაზღვრული მომსახურება, ვილსბი იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კონტრაქტი.


7. კონფიდენციალობა


7.1. ვილსბი უფლებამოსილია შეინახოს და დაამუშაოს ნებისმიერი პირადი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, მოცემულია თუ არა ასეთი მონაცემები უშუალოდ კლიენტის ან მესამე მხარის მიერ. ვილსბის მიერ პირადი მონაცემების შენახვა მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7.2. კლიენტის თანხმობის გარეშე, ვილსბის შეუძლია პირადი ინფორმაციის გაზიარება პროექტში ჩართული სხვა პირებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია ვილსბის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და დაცვის შესახებ იხილეთ ვილსბის კონფიდენციალურობის დებულებაში: https://willsbe.com/privacy-policy