ჩვენ შესახებ

  • Home
  • ჩვენ შესახებ

ბიზნეს კონსულტაცია

რას გთავაზობთ

ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ვილსბი თავაზობს კლიენტებს მათი საქმიანობის მიზნებზე და ამოცანებზე მორგებული მომსახურებების ფართო ჩამონათვალს: ფინანსურ კონსულტაციას, კაპიტალის გაზრდას, ორგანიზაციულ ცვლილებასა და განვითარებას, ბიზნესის ღირებულებების განსაზღვრას, ასევე ბიზნესის შერწყმასა და შესყიდვას. ჩვენი გამოცდილი პროფესიონალების გუნდი უწევს პერსონალიზებულ მომსახურებას კლიენტებს და ეხმარება ორგანიზაციებს კერძო, საჯარო და სოციალური სექტორებში განახორციელონ ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი ცვლილებები.

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ორგანიზაციებს ტრანსფორმაციული ცვლილებების განხორცილებაში, რაც საშუალებას მისცემთ მათ მოიპოვონ და გაზარდონ კონკურენტული უპირატესობა. გვჯერა, რომ 

ბიზნეს კონსულტაცია,ფინანსური კონსულტაცია,ბიზნესი,განვითარება,უპირატესობა

დასახული მიზნის მისაღწევად ურთიერთობა კლიენტებთან უნდა ემყარებოდეს ეთიკურ ნორმებს, ნდობასა და პატივისცემას. ჩვენი დევიზი ითვალისწინებს პირველ რიგში კლიენტების საჭიროებებს, რადგან მათი სურვილი ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენი მისია და ღირებულებები

ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს აღმოაჩინონ შესაძლებლობები ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის, განახორციელონ მნიშვნელოვანი ცვლილებები მუშაობის პროცესში, განავითარონ ეფექტური ბიზნეს მოდელი მუდმივად ცვალებად ეკონომიკურ გარემოში და ჩამოყალიბდნენ ძლიერ კომპანიებად, რომლებიც იზიდავენ, მოტივაციას აძლევენ და ინარჩუნებენ საუკეთესო და ნიჭიერ თანამშრომლებს.

ბიზნეს კონსულტაცია,ფინანსური კონსულტაცია,ბიზნესი,განვითარება,უპირატესობა
ერთგულება

ჩვენ ერთგულად ვიცავთ უმაღლეს პროფესიონალურ და ეთიკურ სტანდარტებს. ვართ აბსოლუტურად ორიენტირებულიები კლიენტის ინტერესებზე და ამავდროულად ვინარჩუნებთ დამოუკიდებელ ხედვას. ჩვენი ერთგული დამოკიდებულება საქმისადმი ინარჩნუებს კლიენტების ნდობას, ეაც გვაძლევს მოტივაციას სამომავლო განვითარებისთვის.

სრულყოფილებისკენ სწრაფვა

ჩვენ მნიშვნელოვნად ვაუმჯობესებთ კლიენტების საქმიანობის ხარისხს ბიზნეს პროცესების გამარტივებით, მენეჯერულ პრაქტიკაში ინოვაციების დანრეგვით, ბიზნეს შესაძლებლობების გაზრდითა შემდგომი მდგარდი განვითარებისათვის.

გულწრფელობა

ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი და ობიექტური კლიენტებთან ურთიერთობისას. კომუნიკაციას ვამყარებთ პირდაპირი და მარტივი ენით, ხოლო თუკი ვცდებით, მზად ვართ ვაღიაროთ შეცდომები.

გუნდურობა

ჩვენ ვიცავთ გუნდური მუშაობის პრინციპს როგორც ჩვენს თანამშრომლებთან ასევე კლიენტებთან. ერთიანი ძალებით, მუდმივი მხარდაჭერითა და სხვადასხვა აზრის გათვალისწინებით ჩვენ მნიშვნელოვნად ვაუმჯობესებთ კლიენტის ბიზნეს საქმიანობის ხარისხს და ვაღწევთ უფრო მეტ მიზანს

პრაქტიკულობა

ჩვენ გთავაზობთ გონივრულ გადაწყვეტილებებს და სამოქმედო გეგმებს, რომლთა დახმარებითაც ეფექტურად მიაღწევთ სასურველ შედეგს. ჩვენ ადექვატურად ვაფასებთ რეალობას და რისკებს და ვთავაზობთ ეფექტურ, პრაქტიკულ და განხორციელებად სტრატეგიებს ყველაზე რთული ბიზნეს საკითხების გადასაჭრელად.

ჩვენი გუნდი

ვილსბის თანამშრომლები, რომელთაც მნიშვნელოვანი მიღწევები და გამოცდილება აქვთ მენეჯმენტში და ბიზნეს კონსულტაციაში, წარმოეადგენენ ერთგვარ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს კლიენტის გუნდს.

გოჩა ფაჩულია, CFA

დირექტორი

გოჩას აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება ფინანსური კონსულტაციის მიმართულებით, რომელიც მოიცავს: ფინანსური ანგარიშებს, ფინანსურ ანალიზს, ეკონომიკურ ანალიზს, ბიუჯეტირებას, სტატისტიკურ ანალიზს, ფინანსურ შეფასებას, დერივატივებს, მენეჯერულ ბუღალტერიას, პროექტის მენეჯმენტსა და ობლიგაციებს. ის იყო კვლევის განყოფილების უფროსი ბანკ რესპუბლიკაში (Societe Generale Group) და TBC კაპიტალში. საკუთარი კომპანიის დაარსებამდე, ის იყო მცირე და საშუალო სექტორის ფინანსური კონსულტანტი საქართველოს ბანკში. გოჩას აქვს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს იენშეპინგის საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში (Jönköping International Business School), ის ასევე არის CFA ჩარტერის მფლობელი.

ზვიად ხორგუალშვილი

ეკონომიკური მრჩეველი

ზვიადს აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება უმაღლესი განათლების სფეროში, ეკონომიკური მეცნიერებების მიმართულებით. ზვიადი საქართველოში ცნობილი ეკონომისტია, რომელიც იზიარებს და პოპულარიზაციას უწევს თავისუფალი ეკონომიკური პოლიტიკის იდეებს. მისი ნაშრომები მაკროეკონომიკური პოლიტიკის და თავისუფალი ეკონომიკური მიდგომების შესახებ გამოქვეყნებულია სხვადასხვა რესპექტაბელურ ბიზნეს გამოცემებში. ზვიადს აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი და ილიას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

თამარა ბასილაია

ბიზნეს განვითრების კონსულტანტი 

თამარას აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება მარკეტინგისა და ბიზნეს განვითარების მიმართულებით. სხვადასხვა დროს მას ეკავა ტოპ მენეჯერული პოზიციები ისეთ კომპანიებში როგორიც არის სამშენებლო მაღაზიათა ქსელი დომინო (Domino DIY Hypermarket) და სარეკლამო სააგენტო სააჩი & სააჩი თბილისი (Saatchi & Saatchi Tbilisi). თამარა ფლობს თბილისის ევროპული სკოლის (ESM-TBILISI) ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს.

ტრისტან ნოზაძე

ანალიტიკის უფროსი 

ტრისტანს აქვს დიდი გამოცდილება ფინანსური მომსახურების სფეროში. ვილსბიში მუშაობის დაწყებამდე ტრისტანი მუშაობდა კავკასიის მიკრო კრედიტის გენერალურ დირექტორად. გასულ წლებში ის ასევე მუშაობდა სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე სილქ როუდ ბანკში, ლიბერთი ბანკში, ბითიეი ბანკში და ვითიბი ბანკში. ტრისტანმა მიიღო ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მეგი წურწუმია

ფინანსური ანალიტიკოსი 

მეგის აქვს გამოცდილება ფინანსურ რეპორტინგში, ფინანსურ ანალიზში, პროექტის მენეჯმენტში, ადამიანური რესურსების მართვაში, ბაზრის კვლევაში და ბიზნეს სტრატეგიების განვითარებაში. ვილსბიში მოსვლამდე მეგი იყო პროექტის „კლიმატის მდგრადობა სოფლის განვითრებისთვის“ მენეჯერი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN). მას აქვს ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს მენეჯმენტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კარიერა

ჩვენ ვაფასებთ და ვინარჩუნებთ საუკეთესო ტალანტებს. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე – career@willsbe.com

ჩვენი გამოცდილება

ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებაში მრავალწლიანი გამოცდილება ეკონომიკის ძირითად ინდუსტრიებში, როგორებიც არის: FMCG, HORECA (სასტუმრო, რესტორანი), ტრანსპორტირება, სარეკლამო მომსახურება, ფინანსური სექტორი, მძიმე მრეწველობა, ენერგეტიკა და წარმოება. ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა გვეხმარება ბიზნესთან დაკაშირებული პრობლემების ეფექტურად იდენტიფიცირებაში და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან

თქვენი სურვილი ჩვენი პრიორიტეტია! ვილსბის გამოცდილი პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ მიზანზე ორიენტირებულ და გონივრულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეფუძნება საუკეთესო ბიზნეს ქეისებსა და პრაქტიკულ მონაცემებს უახლესი კვლევებიდან და რა თქმა უნდა ითვალისწინებს თანამშრომლობის ხელსაყრელ და ადექვატურ პირობებს.

მიზანზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები

ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ კლიენტებს, ზუსტად გვესმის მათი მოთხოვნები და ვაწვდით მათ პრაქტიკულ სამოქმედო გეგმას. ადექვატურად ვაფასებთ რეალობას, შესაძლებლობებსა და რისკებს, შესაბამისად კლიენტებს ვთავაზობთ მნიშვნელოვან და ეფექტურ სტრატეგიებს ყველაზე რთული საკითხების გადასაჭრელად.

გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი

ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ ბიზნეს კონსულტაციის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება ეკონომიკის ძირითად ინდუსტრიებში. ჩვენი სახით კომპანიაში გყავთ საუკეთესო მრჩეველთა გუნდი, რომელიც მინშვნელოვნად გაგიზრდით ბიზნეს საქმიანობის ეფექტურობას და ერთგულად დაიცავს უმაღლეს პროფესიონალურ და ეთიკურ ნორმებს.

ხელმისაწვდომი და გამჭირვალე პირობები

ჩვენ ეფექტურად ვმართავთ კლიენტისა და ვილსბის რესურსებს. ამიტომ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურების პირობები ხელსაყრელია და წინასწარ არის კლიენტთან შეთანხმებული.

პრაქტიკული მონაცემები კვლევებიდან

ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევები სხვადასხვა ინდუსტრიაში წარმოადგენს ღირებულ ინფორმაციას, რომელიც ხელს გვიწყობს კლიენტების ბიზნეს საქმიანობისთვის ახალი შესაძლებლობების მოძიებაში და პრობლემების მარტივად გადაჭრაში. გარდა ამისა, უკვე გამოქვეყნებული კლვლევებით ხელმძღვანელობს არაერთი რესპექტაბელური ორგანიზაცია.